- ზოგადი პირობები
ეს ვებგვერდი ეკუთვნის შპს „კო ბრენდნგ კომპანიას“ და შექმნილია მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის აბრეშუმის პროდუქციის (შარფები, ჰალსტუხები, ცხვირსახოცები, ხელის თვილები და სხვა აქსესუარები) შეძენისთვის.
ვებგვერდის გამოყენებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ ეთანხმება ქვემოთ ჩამოთვლილ წესებსა და პირობებს. - პროდუქციის აღწერა
ჩვენი პროდუქცია მზადდება 100% ნატურალური აბრეშუმისგან. ყველა პროდუქტი ფოტოზე წარმოდგენილია რეალისტურად, თუმცა ფერთა მცირე განსხვავება მონიტორის ინდივიდუალური მახასიათებლების გამო დასაშვებია. - ფასები და გადახდა
- ფასები მითითებულია ლარებში (GEL) და მოიცავს დღგ-ს.
- გადახდის მეთოდები:
- საბარათე გადახდები (Visa, MasterCard)
- Apple Pay / Google Pay (თუ მხარდაჭერილია)
- საბანკო გადარიცხვა (შეკვეთით მიღებული ინსტრუქციების მიხედვით)
- შეკვეთა მზადდება გადახდის დადასტურებიდან.
- მიწოდების პირობები
- მიწოდება თბილისის მასშტაბით ხდება 1–2 სამუშაო დღეში.
- მიწოდება საქართველოს მასშტაბით ხდება 2–4 სამუშაო დღეში.
- საერთაშორისო მიწოდება შესაძლებელია წინასწარი შეთანხმებით და მისი ღირებულება და ვადები ინდივიდუალურად განისაზღვრება.
- თბილისის ფარგლებში, შეკვეთებზე შესაძლებელია კურიერის მომსახურება.
- დაბრუნების და შეცვლის პოლიტიკა
- მომხმარებელს აქვს უფლება დააბრუნოს პროდუქტი მიღებიდან 3 კალენდარულ დღეში.
- დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი არ არის გამოყენებული და შენახულია ორიგინალურ მდგომარეობაში.
- თანხის დაბრუნება ან პროდუქტის შეცვლა ხდება დაბრუნებული ნივთის მიღებიდან 5 სამუშაო დღეში.
- უკან დაბრუნების ხარჯი მომხმარებლის პასუხისმგებლობაა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პროდუქტი იყო დეფექტური ან არასწორად გაგზავნილი.
- პირადი მონაცემების დაცვა
- მომხმარებლის პირადი მონაცემები (სახელი, ტელეფონი, მისამართი, ელფოსტა) გამოიყენება მხოლოდ შეკვეთების დამუშავებისა და კომუნიკაციის მიზნით.
- მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს მომხმარებლის თანხმობის გარეშე.
- ლოიალობის პროგრამა
- ჩვენი ლოიალობის პროგრამის წევრობა ხელმისაწვდომია რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის.
- დაგროვებული ქულები ან ფასდაკლებები გამოიყენება მომავალ შეკვეთებზე.
- დეტალური წესები გამოქვეყნდება სპეციალურ გვერდზე (დამატებით).
- საკონტაქტო ინფორმაცია
- ტელეფონი: +995 595 52 52 25; 599 50 12 52
- ელ. ფოსტა: cobrcooffice@gmail.com; kvantogg@gmail.com
- მისამართი: 40, შ. რუსთაველის გამზ. თბილისი, საქართველო
- სამუშაო საათები: ორშაბათი – კვირა, 11:00 – 19:00
